გადაწყვეტილება N 86 ინდივიდუალური საწარმო “თინათინ კვატაშიძე” - სთვის ტელემაუწყებლობის ტრანზიტის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 11, 2005
მიღების თარიღი თებერვალი 11, 2005
ინდივიდუალური საწარმო „თინათინ კვატაშიძე” - სთვის ტელემაუწყებლობის ტრანზიტის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურმა მეწარმე - თინათინ კვატაშიძემ (რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში ქ.ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2005 წლის 17 იანვარს რეგისტრაციის N1-442, საიდენტიფიკაციო N112835255 ) კომისიას მომართა განცხადებით (20.01.05 7/20-05) საკაბელო ქსელის გამოყენებით ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ქ.თბილისში.
კომისია აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური მეწარმე თინათინ კვატაშიძეს მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (სარეგისტრაციო მონაცემები, სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ტექნიკური პროექტი) შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ” და „ჰ2” ქვეპუნქტების, 36-ე, 38-ე, 41-ე მუხლების საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს N1454 ლიცენზია ტელემაუწყებლობის ტრანზიტზე ინდივიდუალურ საწარმო „თინათინ კვატაშიძეს” (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: საკაბელო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ქ.ქუთაისი;
2. ინდივიდუალურ საწარმო „თინათინ კვატაშიძე”ვალდებულია:
ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ)კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზირებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში არის ასახული;
თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
კ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:
ლ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
