გადაწყვეტილება N 88 შ.პ.ს. “ვეკა”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 11, 2005
მიღების თარიღი თებერვალი 11, 2005
შ.პ.ს. „ვეკა”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე
ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს ვეკამ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 2 დეკემბრის N 5/4-3925 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (28.04.2004წ.), სერვისული მომსახურების (გზებზე ტექნიკური დახმარება) განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსის გამოყოფის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ვეკა„-ს მიერ ნუმერაციის რესურსის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედი კანონმდებლობის მითხოვნებთან. შესაბამისად, კომისიას შესაძლებელად მიაჩნია შპს ვეკა„-ს ზემოაღნიშნული მომსახურების განსახორციელებლად გამოეყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 8056 (რვა-ნული-ხუთი-ექვსი).
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-2 მუხლის „ტ.დ” ქვეპუნქტის, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „ვეკას” სერვისული მომსახურების განსახორციელებლად ისარგებლოს ნუმერაციის რესურსით 8056-ით 1 (ერთი) წლის ვადით;
2. კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს „ვეკა” ვალდებულია, ნუმერაციის რესურსის გამოყენების საკითხი მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
