გადაწყვეტილება N 89 ი/ს “ზაზა ჯავახიშვილი – დელტა-7“-სთვის სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 11, 2005
მიღების თარიღი თებერვალი 11, 2005
ი/ს „ზაზა ჯავახიშვილი დელტა-7„-სთვის სიხშირის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ ი/ს „ზაზა ჯავახიშვილი დელტა-7„-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის სასამართლოს მიერ 2000 წლის 17 მაისის N 7/1-5540 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 12, 12.01.05) ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ი/ს „ზაზა ჯავახიშვილი დელტა-7„-ს 407.575 მგჰც სიხშირე ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს ი/ს „ზაზა ჯავახიშვილი დელტა-7„-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს ი/ს „ზაზა ჯავახიშვილი დელტა-7„-მა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/ს „ზაზა ჯავახიშვილი დელტა-7„-სთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
