წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 91 რადიომოყვარული ემინ ჩიჯავაძისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 91 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 11, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 11, 2005

რადიომოყვარული ემინ ჩიჯავაძისთვის  მაღალსიხშირული მოწყობილობის   გამოყენებაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N 9/03-05,17.01.05.) მიმართა ქ. ბათუმის მოქალაქე ემინ ჩიჯავაძემ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე ნებართვის მიღების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ემინ ჩიჯავაძე  (მცხოვრები ქ. ბათუმში, შავშეთის ქ.N6, ბ.21, პირადობის მოწმობის N დ 0362774)  1989 წლიდან არის „A„ კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი 4L1QX.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.        მიეცეს ნებართვა რადიომოყვარულ ემინ ჩიჯავაძეს სამოყვარულო რადიოსადგურის  გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონების ფარგლებში და ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად ერთი წლის ვადით:

ნებარ-  თვის N

რადიოსადგურის მფლობელი

რადიოსადგურის განთავსების ადგილი, ტიპი და N

სახმობი

რადიომოყვარულის კლასი

A - 003

ემინ ჩიჯავაძე

ქ. ბათუმი, შავშეთის ქ.N 6, ბ.21;

„Icom 718”, N 02618

4L1QX

„A„

2.       უზრუნველყოს რადიომოყვარულმა ემინ ჩიჯავაძემ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.       რადიომოყვარული  ემინ ჩიჯავაძე ვალდებულია რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების  მოქმედი შესაბამისი ინსტრუქციების  მიხედვით დაიცვას რეგისტრაციისა და გამოყენების ყველა მოთხოვნა.

4.      შეტანილ იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

5.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;

6.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

                                                                                

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები