წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 92 რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 92 / 14

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 11, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 11, 2005

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო  სადგურებსთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (№ UMS-50/4518, 30.11.04. და № UMS-50/4489, 30.11.04.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის STAVROPOL – 102.6 MHz (Mod), KIZLYAR DAG – 103.8  MHz და MAKHACHKALA – 99.0 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

         წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის რადიოგადამცემი სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი რადიოსადგურებისთვის.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-21 მუხლისა და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის STAVROPOL – 102.6 MHz (Mod), KIZLYAR DAG – 103.8  MHz და MAKHACHKALA – 99.0 MHz მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე (№ UMS-50/4518, 30.11.04. და № UMS-50/4489, 30.11.04. წერილების დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                            დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები