გადაწყვეტილება N 93 “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 10 ივლისის ¹6 დადგენილებაში "კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციები
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 11, 2005
მიღების თარიღი თებერვალი 11, 2005
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებაში "კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე„ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ
მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მოწონებულ იქნეს წარმოდგენილი დადგენილების პროექტი „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებაში "კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე„ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” (თან ერთვის), სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;
2. წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის დადგენილების პროექტი „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებაში "კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე„ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”.
3. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული დადგენილების პროექტის მიღება განხორციელდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დადებითი სამართლებრივი დასკვნის მიღებიდან უახლოეს კომისიის სხდომაზე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
დ. ქიტოშვილი
კომისიის თავმჯდომარე
