გადაწყვეტილება N 94 შპს “მზის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 11, 2005
მიღების თარიღი თებერვალი 11, 2005
შპს „მზის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2005 წლის 27 იანვარს კომისიას (№ 6.49-05) განცხადებით მიმართა შპს „მზემ”, რომელმაც წარმოადგინა მის მიერ დადებული სხვადასხვა ტელეარხებთან ხელშეკრულებები და მოითხოვა წარმოდგენილი ხელშეკრულებების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მზის” მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების ნაწილი მართლაც შეიცავს კომერციული საიდუმლოების ინფორმაციას, კერძოდ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები: ООО «Гранкин и партнеръ»-სა და ООО «МЗЕ”-ს შორის 2004 წლის 31 მაისის, „TERRA ENTERTAINMENT INC” - სა და ООО «МЗЕ”-ს შორის 2004 წლის 21 ივლისის, LTD „Sportsbrand Media Australasia Pty” - სა და ООО «МЗЕ”-ს შორის 2004 წლის 27 აპრილის № 3491-0T41, LTD „Sportsbrand Media Australasia Pty” - სა და ООО «МЗЕ”-ს შორის 2004 წლის 27 აპრილის № 3490-0T41, „Alliance Atlantis International distribution Limited” - სა და LTD „MZE”-ს შორის 2004 წლის 30 ივლისის ხელშეკრულების F) და G) პუნქტები, „RTI-RETI TELEVISIVE ITALIANE S.P.A” - სა და LTD „MZE”-ს შორის 2004 წლის 15 ივლისის, „RTI-RETI TELEVISIVE ITALIANE S.P.A” - სა და LTD „MZE”-ს შორის 2004 წლის 19 ივლისის, ЗАО «НОКС КУБС»- სა და ООО «МЗЕ”-ს შორის 2004 წლის 16 იანვრის ხელშეკრულებები შეიცავენ კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს შპს „მზის” კონკურენტუნარიანობას.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მზის” მიერ წარმოდგენილ ორი ხელშეკრულების დოკუმენტაცია ვერ იქნება ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად, რადგან : „Whalley-Abbey Media Holdngs” ” - სა და LTD „MZE”-ს შორის 2004 წლის 9 ივლისის, „Whoopi”- სა და LTD „MZE”-ს შორის 2004 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებების პროექტები არ არის ხელმოწერილი მხარეთა მიერ და გაურკვეველია მათი ნამდვილობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლისა და 31-ე თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. ცნობილ იქნას შპს „მზის” მიერ წარმოდგენილი: ООО «Гранкин и партнеръ»-სა და ООО «МЗЕ”-ს შორის 2004 წლის 31 მაისის, „TERRA ENTERTAINMENT INC” - სა და ООО «МЗЕ”-ს შორის 2004 წლის 21 ივლისის, LTD „Sportsbrand Media Australasia Pty” - სა და ООО «МЗЕ”-ს შორის 2004 წლის 27 აპრილის № 3491-0T41, LTD „Sportsbrand Media Australasia Pty” - სა და ООО «МЗЕ”-ს შორის 2004 წლის 27 აპრილის № 3490-0T41, „Alliance Atlantis International distribution Limited” - სა და LTD „MZE”-ს შორის 2004 წლის 30 ივლისის ხელშეკრულების F) და G) პუნქტები, „RTI-RETI TELEVISIVE ITALIANE S.P.A” - სა და LTD „MZE”-ს შორის 2004 წლის 15 ივლისის, „RTI-RETI TELEVISIVE ITALIANE S.P.A” - სა და LTD „MZE”-ს შორის 2004 წლის 19 ივლისის, ЗАО «НОКС КУБС»- სა და ООО «МЗЕ”-ს შორის 2004 წლის 16 იანვრის ხელშეკრულებები კომერციულ საიდუმლოებად ამ ხელშეკრულებათა მოქმედების ვადით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საჯარო რეესტრში შეტანა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „მზისათვის”;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი);
კომისიის თავჯდომარე დ. ქიტოშვილი
