გადაწყვეტილება N 99 კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე და კომისიის წევრების დავალებებზე 2004 წლის მე-4 კვარტალში კომისიის აპარატში გაწეული საქმიანობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2005
მიღების თარიღი თებერვალი 18, 2005
კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე და კომისიის წევრების დავალებებზე
2004 წლის მე-4 კვარტალში კომისიის აპარატში გაწეული საქმიანობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2004 წლის მე-4 კვარტალში კომისიაში შემოსულია სულ 685 კორესპონდენცია, აქედან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მთავრობიდან - 7, საქართველოს პარლამენტიდან - 7, სამინისტროებიდან და სახელმწიფო დეპარტამენტებიდან - 61, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 65, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებიდან - 4, სასამართლო და საფინანსო ორგანოებიდან - 4, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და საწარმოებიდან 273, საკონკურსო განცხადებები 11, ტრაფიკები და ფინანსური მონაცემები (ელექტრონული ფოსტა) 22, მოქალაქეთა განცხადება-საჩივარი 9, სხვადასხვა სახის მოთხოვნა 113, შიდა მიმოწერა 97.
საანგარიშო პერიოდში კომისიაში შემოსული 685 კორესპონდენციიდან კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების რეზოლუციის შესაბამისად 252 კორესპონდენცია იყო გასაცნობად და სამსახურებრივი სარგებლობისათვის, საპასუხო - 423, საიდანაც შესრულებულია 401 , აქედან ვადაში - 332 და ვადის დარღვევით - 69.
კომისია აღნიშნავს, რომ 2005 წლის 18 თებერვლისათვის წარმოებაში იყო 93 კორესპონდენცია, აქედან ვადაგადაცილებული - 2. მათ შორის კომისიის თავმჯდომარის მიერ კონტროლზე აყვანილი 1 კორესპონდენცია.
კომისია აღნიშნავს, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის ან მასში შესწორებების შეტანის მოთხოვნათა თაობაზე კომისიაში შემოსულია სულ 41 კორესპონდენცია, პასუხი გაცემულია 41 ზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე შემოსული 12 მოთხოვნიდან (ძირითადად საცნობარო ხასიათის), ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. კომისიას არ მიუღია არცერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნაზე უარის თქმისა და საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ.
საანგარიშო პერიოდში კომისიაში შემოსულ 221 მოთხოვნაზე კომისიის მიერ მიღებულია დადებითი გადაწყვეტილებები, ხოლო განაცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებულია 3 გადაწყვეტილება (ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით შპს „ჯორჯია ონლაინისა” და შპს „ეგრისის”; შპს „ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საკონსულტაციო მენეჯმენტის ჯგუფის„ და შპს „ინტერკომსერვისი„-ს განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ), ხოლო 2 თხოვნა (შპს ლომსია„-სთვის N 951 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ და შპს ინტერკომსერვისი„-სთვის სიხშირეების გამოყოფის შესახებ) მთელი რიგი ობიექტურად დასაბუთებული მიზეზების გამო ვერ იქნა დაკმაყოფილებული, რაზედაც მათ დაეგზავნათ შესაბამისი კვალიფიციური განმარტებები.
კომისია აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში სულ შემოსულია მოქალაქეთა 9 საჩივარი და განცხადება, აქედან პასუხი გაცემულია 7-ზე (მათ შორის ერთი შუალედური), ხოლო 1 მოიხსნა კონტროლიდან მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. 2005 წლის 18 თებერვლისათვის წარმოებაში იყო მოქალაქის 1 საჩივარი.
კომისია აღნიშნავს, რომ გასაგზავნი კორესპონდენცია ადმინისტრაციაში მუშავდება საფოსტო წესების შესაბამისად და რეგისტრაციის შემდგომ იგზავნება დანიშნულებისამებრ. საანგარიშო პერიოდში კომისიიდან სულ გაგზავნილია 502 კორესპონდენცია, მათ შორის 4 შუალედური პასუხია, საიდანაც 3 უკვე მოითხოვს მათზე საბოლოო პასუხების ოპერატიულად მომზადებას, ხოლო რაც შეეხება დინებაშეჩერებულ 1 კორესპონდენციას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ორივეზე უკვე მისაღებია სათანადო გადაწყვეტილება.
კომისია ამასთანავე აღნიშნავს, რომ კომისიის თავმჯდომარის რეზოლუციით დადგენილი დოკუმენტის მეორე და მესამე შემსრულებელი პირების მხრიდან რიგ შემთხვევებში ჯერ კიდევ ადგილი აქვს დოკუმენტის მომზადებაში ფორმალურ მონაწილეობას (ძირითადი შემსრულებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიუწოდებლობა, ფორმალური ვიზირება და ა.შ.).
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2004 წლის კომისიის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული 17 საკითხიდან საანგარიშო პერიოდში კომისიის სხდომებზე განხილული იქნა - 11. განუხილველად დარჩენილი 6 საკითხიდან 2 ასახულ იქნა კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ახალ რედაქციაში, ხოლო 4 საკითხი ზოგ შემთხვევაში ობიექტური, ხოლო რიგ შემთხვევაში კი სუბიექტური მიზეზებით ვერ იქნა წარმოდგენილი განსახილველად.
2004 წლის მეოთხე კვარტალში ჩატარდა კომისიის 23 სხდომა, რომლებზეც მიღებულია 3 დადგენილება და 215 გადაწყვეტილება, აქედან: ლიცენზიის გაცემაზე 7, ლიცენზიის მოდიფიცირებაზე - 2, ლიცენზიების გაუქმებაზე - 2, სხვადასხვა სახის ნებართვების გაცემაზე - 84, მონაცემთა რეგისტრაციაზე - 1, კონკურსის გამოცხადებაზე - 7, განაცხადების განუხილველად დატოვებაზე - 3, სიხშირეების მინიჭებაზე - 11, მინიჭებული სიხშირეების კოორდინაციაზე - 9, კოდის მინიჭებაზე - 1, დავების განხილვაზე- 10 და სხვადასხვა სახის - 68. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში კომისიის სხდომებზე უკვე მიღებული 7 გადაწყვეტილების აპარატის შესაბამისი სამსახურების მიერ წარმოუდგენლობის მიზეზით გაუფორმებელია კომისიის სხდომის 5 ოქმი.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ მართვასთან დაკავშირებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან შეუსრულებელია 1 საკითხი, ხოლო კომისიის აპარატის თათბირების საოქმო დავალებებიდან - 3.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. აპარატის ადმინისტრაციის უფროსის ი. ხარებავას ინფორმაცია კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე და კომისიის წევრების საკონტროლო დავალებებზე 2004 წლის მე-4 კვარტალში კომისიის აპარატში გაწეული საქმიანობის შესახებ მიღებულ იქნეს ცნობად (სამსახურებრივი ბარათი თან ერთვის).
2. დაევალოთ აპარატის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს:
ა) მკაცრად დაიცვან საქმისწარმოების შინაგანაწესის შესაბამისად კორესპონდენციაზე მუშაობის დადგენილი ვადები;
ბ) 7 (შვიდი) დღის ვადაში უზრუნველყონ მათზე რიცხული ვადაგადაცილებულ კორესპონდენციაზე მუშაობის დასრულება;
გ) აქტიური მონაწილეობა მიიღონ კომისიიდან გასაგზავნი დოკუმენტის ყოველმხრივ შესწავლილი და შეჯერებული ვარიანტის მომზადების საქმეში;
დ) 3 (სამი) დღის ვადაში უზრუნველყონ მათ მიერ მომზადებული შუალედური შეტყობინებებზე საბოლოო პასუხების მომზადება;
ე) მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ კომისიიდან გასაგზავნი საჯარო ინფორმაციის ხასიათის დოკუმენტებზე ოპერატიული რეაგირების საკითხებს;
ვ) 2 (ორი) დღის ვადაში უზრუნველყონ კომისიის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაფორმებლად წარმოდგენა;
ზ) აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად იქნეს წარმოდგენილი განსახილველად კომისიის სხდომებზე, გადაწყვეტილების პროექტები და სათანადო სამსახურებრივი ბარათები 2005 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე;
თ) 5 (ხუთი) დღის ვადაში დაყვანილ იქნეს მინიმუმამდე კომისიის სხდომებზე და აპარატის სამშაბათის თათბირებზე მიღებული საკონტროლო დავალებები;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი, აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
