წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 01 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 1 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2006

მიღების თარიღი იანვარი 10, 2006

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 10 იანვრის კომისიის N 1 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.  გადატანილ იქნეს კომისიის 2006 წლის 10 იანვრის N1 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 (შპს “ახალ ქსელებსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის შესახებ) საკითხი კომისიის ა/წლის 17 იანვრის N3 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. დამტკიცდეს კომისიის N 1  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (ქ. თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N1ა)  ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                          დ. ქიტოშვილი

             კომისიის წევრი                                           დ. პატარაია

             კომისიის წევრი                                           ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები