წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 02 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 10 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2006

მიღების თარიღი იანვარი 13, 2006

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 13 იანვრის კომისიის N 2 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.  წარმოდგენილ, კომისიის 2006 წლის 13 იანვრის N2 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  4 (ოთხი) საკითხი:

ა) შპს “მწვანე ტალღის” N1446 (კერძო საერთო რადიომაუწყებლობა) ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს.          ე. ასანიძე);

ბ) “რაიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);

გ) “უნივერსალური მომსახურების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 16 სექტემბრის N10 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” დადგენილების მიღებისათვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს.   კ. ყურაშვილი);

დ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2006 წელს განსახორციელებელი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);

2. დამტკიცდეს კომისიის N 2  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (ქ. თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N1ა)  ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას  (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                             დ. ქიტოშვილი

                                        კომისიის წევრი                                               დ. პატარაია

                                        კომისიის წევრი                                               გ. ფრუიძე

                                      კომისიის წევრი                                               ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები