წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 18 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 100 / 17

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2006

მიღების თარიღი მარტი 17, 2006

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 17 მარტის კომისიის N 18 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2006 წლის 17 მარტის N 18 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  10 (ათი) საკითხი:

ა) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ია ღუღელაურისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.     ს. შავგულიძე);

ბ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ შოთა ქავთარაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.      ს. შავგულიძე);

გ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ მერაბ სალუქვაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.    ს. შავგულიძე);

დ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გიორგი ელსაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.    ს. შავგულიძე);

ე) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გიორგი კანტიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.    ს. შავგულიძე);

ვ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ კარენ მირზოიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.    ს. შავგულიძე);

ზ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ შამსუდ ახმადოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.    ს. შავგულიძე);

თ) შპს ”ახალი  ქსელების” მოთხოვნის საფუძველზე, შპს ”ახალი  ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 10 თებერვლის N 62/16 გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე შემოწმების ჩატარების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);

ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის პ. ბერიას მომართვის გამო, მოქალაქე გ. ყიფიანის გაცხადებების საჯარო (ზეპირი) მოსმენის წესით განხილვის შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);

კ) ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” დადგენილების მიღების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი).

2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 17 მარტის N 18  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                          დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                       დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                      გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                      ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები