წვდომის მენიუ

შპს “ტაქსი კომისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 104 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2006

მიღების თარიღი მარტი 17, 2006

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ტაქსი კომმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 იანვრის N 2/4-3383 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს “ტაქსი კომ“-ის საქმიანობის საგანს, დებულების თანახმად, წარმოადგენს ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთების გადაზიდვა.  სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს “ტაქსი კომს”  151.050 მგჰც და 156.850 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “ტაქსი კომისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ტაქსი კომისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                     დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები