წვდომის მენიუ

შპს „ვიქტორიასთვის“ სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 105 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2006

მიღების თარიღი მარტი 17, 2006

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „ვიქტორიამ“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 14 ივნისის N 06/4-1010 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1/60,  20.02.06) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი  სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „ვიქტორია“, დებულების თანახმად,  ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების საადვოკატო, საკონსულტაციო და სხვა სახის იურიდიულ მომსახურეობას.  სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს ცენტრალურ სადისპეჩეო პუნქტსა და დაცვის ობიექტებს შორის რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს „ვიქტორიას“ 168.150 მგჰც სიხშირე ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს „ვიქტორიასთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ვიქტორიასთვის“  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                     დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები