ი/ს “გოჩა შეწირულისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2006
მიღების თარიღი მარტი 17, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/ს “გოჩა შეწირულმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ, რეგისტრაციის №02/454, 08.02.2006; საიდენტიფიკაციო №102309627) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/25-06, 24.02.06) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს ტაქსოპარკის რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ი/ს “გოჩა შეწირულს” 166.225 მგჰც სიხშირე ქ. თბილისში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს ი/ს “გოჩა შეწირულისთვის“ მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/ს “გოჩა შეწირულისთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
