“შპს “ახალ ქსელების” მოთხოვნის საფუძველზე, შპს “ახალ ქსელებსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 10 თებერვლის N62/16 გადაწყვეტილების
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2006
მიღების თარიღი მარტი 17, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს “ახალ ქსელებსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 23 დეკემბრის N795/16 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს “ახალი ქსელების” წარმომადგენლმა მოითხოვა სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად სანქციის დაკისრება, ამავე კანონის მე-2 მუხლის “ბ” და ”ტ” ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “დ”, “თ” ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო.
კომისია აღნიშნავს, რომ 2006 წლის 10 თებერვალს, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შპს “ახალ ქსელებსა” და შპს “ახალ ქსელებსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის შესახებ”, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაევალა ქ. ქუთაისში და ქ. თბილისში გლდანი-ნაძალადევის რაიონში არსებული დაზიანებების ერთი თვის ვადაში აღმოფხვრა, ხოლო ახალი დაზიანებების აღმოფხვრა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.
კომისიამ ზემოაღნიშნული მოთხოვნის სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შესრულების შემოწმების მიზნით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის და 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
გადაწყვიტა:
1. შემოწმდეს სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია”, მის მიერ “შპს “ახალი ქსელების” მოთხოვნის საფუძველზე, შპს “ახალ ქსელებსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 10 თებერვლის N62/16 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულების ნაწილში;
2. შემოწმება დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურს (მ. გოთოშია);
3. შემოწმების ჩატარებისას კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურმა იხელმძღვანელოს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ფინანსურ სამსახურს (ი. აბულაძე) შემოწმების ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფა;
5. შემოწმების შედეგები ეცნობოს კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივ დამცველს (პ. ბერია);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ( თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 1 ა);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურსა (ე. ასანიძე) და სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი)
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
წევრი დ. პატარაია
წევრი გ. ფრუიძე
წევრი ზ. ნონიკაშვილი
