საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2006
მიღების თარიღი მარტი 24, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 24 მარტის კომისიის N 19 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2006 წლის 24 მარტის N 19 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ბ) ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი საქმიანობის წესების” დამტკიცების შესახებ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი).
2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 24 მარტის N 19 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
