წვდომის მენიუ

შპს „ტავ ურბან საქართველოსთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 117 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 14, 2006

მიღების თარიღი მარტი 24, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „ტავ ურბან საქართველომ“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2005  წლის 6 ოქტომბრის N 502/007-შპს ბრძანებით), რომელიც აწარმოებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის  მომსახურებასა და მშენებლობას, კომისიას მიმართა განცხადებით (N TBS.FA/0052; 23.02.2006) ქ. თბილისის  ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს „ტავ ურბან საქართველოს“  163.500 მგჰც, 163.600 მგჰც, 163.650 მგჰც  და 163.700 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს „ტავ ურბან საქართველოსთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ტავ ურბან საქართველოსთვის“ სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.         გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).  

 კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები