რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2006
მიღების თარიღი მარტი 24, 2006
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-47 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის VREMENNY/LINKSTAR, GROZNY3/LINKSTAR, TUAPSE/MTZS-D, PSEKUSKAY/MTZS-A, KIZLYAR/MTZS-V, SULAK/MTZS-V და SAMUR/MTZS-A მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე წერილების (№ UMS-50/0057, 18.01.06. და № UMS-50/0080, 20.01.06.) დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
