წვდომის მენიუ

ეუთოს მისიისთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 12 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2006

მიღების თარიღი იანვარი 13, 2006

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს რომ, ეუთოს მისიამ საქართველოში კომისიას მიმართა განცხადებით (12.12.05), საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს, კავშირგაბმულობისა და ფოსტის  ზედამხედველობის სამსახურთან 2000 წლის 6 მარტს  გაფორმებული ხელშეკრულების (N644) საფუძველზე, მის სარგებლობაში მყოფი სიხშირეების ახალი ვადით მინიჭების თაობაზე.

  კომისია ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ  მოკლეტალღოვან (HF) და მეტრულ (VHF) დიაპაზონებში, ხელშეკრულებით (N644, 06.03.2000) გათვალისწინებულ  ფიქსირებულ სიხშირეებს, სარგებლობაში აღების თარიღიდან დღემდე  ეუთოს მისია საქართველოში იყენებს  ქ.თბილისში და საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი რადიოკავშირის ქსელის უზრუნველყოფისთვის.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა: 

1.   მიენიჭოს ეუთოს მისიას საქართველოში, ქ.თბილისში და საქართველოს ტერიტორიაზე ფიქსირებული სიხშირეები,  მოკლეტალღოვან (HF) და მეტრულ (VHF) დიაპაზონებში,  ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;

2.    აღირიცხოს ეუთოს მისიისთვის საქართველოში, მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში ( ა. დაბრუნდაშვილი);

3.კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ეუთოს მისიისთვის საქართველოში, სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს.შავგულიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                                                               დ.ქიტოშვილი

კომისიის   წევრი                                                                           დ.პატარაია

კომისიის   წევრი                                                                           გ.ფრუიძე

კომისიის  წევრი                                                                            ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები