წვდომის მენიუ

ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობისლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 120 / 10

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2006

მიღების თარიღი მარტი 24, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია) აღნიშნავს, რომ შპს ”ჯორჯიან ტელეკომმა”, შპს “ლაგმა”  და შპს “კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფმა” კომისიას მიმართა განცხადებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.  ზემოაღნიშნული კომპანიები ახორციელებენ საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურებას და ესაჭიროებათ საერთაშორისო დაშვების სამნიშნა კოდი.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ციფრების სამნიშნა კომბინაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 15000 ლარს.

 კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს ციფრების სამნიშნა კომბინაციის თავისუფალი ნუმერაციის რესურსი და შესაძლებლად მიაჩნია გამოცხადდეს აუქციონი.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.         გამოცხადდეს აუქციონი ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად;

2.         აუქციონში გამარჯვებული ნუმერაციის რესურსს აირჩევს შემდეგი ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსიდან: 8-52, 8-53, 8-54;

3.         ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2006 წლის  17 მაისის 17:00 საათამდე;

4.         სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;

5.         აუქციონის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2006 წლის 2 ივნისის 14:00  საათი;

6.         ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლი­ცენ­ზი­ის მაძიებელი გან­ცხა­დე­ბით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

7.           ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326;

     -კოდი: 220101830;

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %,  გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;

8. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

9. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;

10. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (თ. ტყეშელაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

11. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის წევრები:                                        დ. პატარაია

                                                                        გ. ფრუიძე

                                                                        ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები