სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობისლიცენზიების მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2006
მიღების თარიღი მარტი 24, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”ახალმა ქსელებმა”, შპს “ფოპტნეტმა”, შპს “ვემატელმა”, შპს “მაგთიკომმა” და შპს “ელსმენმა” კომისიას მიმართა განცხადებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ. ზემოაღნიშნული კომპანიები ახორციელებენ ადგილობრივ საკომუნიკაციო მომსახურებას და ესაჭიროებათ სააბონენტო ნუმერაციის რესურსი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.
კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილების “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 1500 ლარს 1 ათასიან ნუმერაციის ბლოკზე.
კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს სააბონენტო ნუმერაციის თავისუფალი რესურსი და შესაძლებლად მიაჩნია გამოცხადდეს აუქციონი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილების “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს აუქციონი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიების მისაღებად:
ა) 175XXX-177XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. თბილისში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარით;
ბ) 178XXX-179XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. თბილისში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 3000 (სამი ათასი) ლარით;
გ) 11XXX-14XXX (სულ 4000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. ქუთაისში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 6000 (ექვსი ათასი) ლარით;
დ) 3XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. სამტრედიაში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;
ე) 4XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. ზესტაფონში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;
ვ) 40XXX-44XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. ფოთში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარით;
ზ) 20XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. საგარეჯოში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით;
თ) 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. გორში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით;
ი) 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. ვანში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით;
კ) 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. წყალტუბოში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით;
ლ) 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. თერჯოლაში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით;
მ) 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. ბაღდათში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით;
ნ) 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. კასპში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით;
ო) 70XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. გურჯაანში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით;
პ) 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. დუშეთში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით;
ჟ) 20XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. ქარელში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით;
რ) 70XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. მცხეთაში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით;
ს) 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. დმანისში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით;
ტ) 30XXX-31XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. ბოლნისში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 3000 (სამი ათასი) ლარით;
უ) 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. მარნეულში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით;
ფ) 10XXX-14XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. ბათუმში;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარით;
2. ლიცენზიების მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2006 წლის 17 მაისის 17:00 საათამდე;
3. აუქციონის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2006 წლის 2 ივნისს 13:00 საათი;
4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი განცხადებით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
5. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;
-ა/ანგარიში: 609326;
-კოდი: 220101830;
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %, გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას.
გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (3000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
6. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
7. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;
8. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (თ. ტყეშელაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
9. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
