წვდომის მენიუ

საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 122 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 14, 2006

მიღების თარიღი მარტი 24, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კომისიას მიმართა განცხადებით (N 01/236 ვკ, 15.03.06.)  ქ. თბილისში  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

     “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს   170.825 მგჰც  სიხშირე ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

 კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები