წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 20 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 123 / 17

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 14, 2006

მიღების თარიღი აპრილი 04, 2006

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 4 აპრილის კომისიის N 20 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2006 წლის 4 აპრილის N 20 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  1 (ერთი) საკითხი:

ა) შპს ”თანამგზავრი XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 4 აპრილის N 20 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

                   კომისიის თავმჯდომარე                                                   დ. ქიტოშვილი

                                კომისიის წევრი                                                    დ. პატარაია

                                კომისიის წევრი                                                    გ. ფრუიძე

                                კომისიის წევრი                                                    ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები