წვდომის მენიუ

ს.ს. „საქართველოს ბანკისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 125 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 14, 2006

მიღების თარიღი აპრილი 04, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ს.ს „საქართველოს ბანკმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (N 19-01/745, 02.03.06.) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.   სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

  “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-19 მუხლის მე-5, მე-7, მე-8 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,    კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს ს.ს. „საქართველოს ბანკს“ ერთი წლის ვადით ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

2.   საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3.   აღირიცხოს ს.ს. „საქართველოს ბანკისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (მ. ქადეიშვილი);

4.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ს.ს. „საქართველოს ბანკისთვის“ სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები