წვდომის მენიუ

სს “თიბისი ბანკისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 126 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 14, 2006

მიღების თარიღი აპრილი 04, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სს  “თიბისი ბანკმა”  (რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 1998 წლის 4 აგვისტოს №090.010.003.337 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 302/106-16, 06.03.06.) ქ. თბილისში  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის (სიგნალიზაციის დაცვის პულტისთვის)  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

     “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს სს  “თიბისი ბანკს”  169.075 მგჰც  სიხშირე ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს სს  “თიბისი ბანკისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს  “თიბისი ბანკისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                    გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები