წვდომის მენიუ

შპს “დაცვის სამსახური I & G”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 127 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 14, 2006

მიღების თარიღი აპრილი 04, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “დაცვის სამსახური I & G”-მ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2004 წლის 27 დეკემბრის N 5/4-4238 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (№01/22; 14.03.06) ქ. თბილისის ტერიტორიაზე  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე. დებულების თანახმად, შპს “დაცვის სამსახური I & G”-ს საქმიანობის საგანია უსაფრთხოებითი და დაცვითი  მომსახურების გაწევა. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს დაცვის ობიექტებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

    “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “დაცვის სამსახური I & G”-ს  442.150 მგჰც  და  448.200 მგჰც სიხშირეები  ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “დაცვის სამსახური I & G”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.  კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში    შპს “დაცვის სამსახური I & G”-სთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

 კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

  კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

 კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

 კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები