წვდომის მენიუ

შპს ტელერადიოკომპანია “მწვანე ტალღისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 128 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 14, 2006

მიღების თარიღი აპრილი 04, 2006

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიოკომპანია “მწვანე ტალღამ“   რომელიც ლიცენზიის  (N 70,ვადა11.12.2011) პირობების შესაბამისად ახორციელებს რადიომაუწყებლობას 107.4 მგჰც სიხშირეზე ქ. თბილისში, კომისიას მიმართა განცხადებით (N10.03.06.-01,10.03.06)   მონაკვეთზე სტუდიიდან (ვაჟა ფშაველას N 45) მთაწმინდის ანძამდე,  რადიომაუწყებლობის სიგნალის ორივე მიმართულებით მისაწოდებლად, რადიოსარელეო  სიხშირეების მინიჭების თაობაზე.

   კომისია ითვალისწინებს მთაწმინდის რადიოსატელევიზიო ანძაზე რთულ ელექტრომაგნიტურ გარემოს არსებობას და მიზანშეწონილად მიიჩნევს,  აღნიშნულ გარემოში, შპს ტელერადიოკომპანია “მწვანე ტალღის“ რადიოსარელეო სადგურის ელექტრომაგნიტური ადაპტაციის მიზნით,  განისაზღვროს  ადაპტაციის პერიოდი.

    სიხშირეები განსაზღვრულია ორმხრივი რადიოსარელეო კავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნით.

  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ტელერადიოკომპანია “მწვანე ტალღას“   10312 მგჰც სიხშირე დაკავებული ზოლით  ± 7 მგჰც  ქ.თბილისში  რადიოსარელეო კავშირისთვის სტუდიიდან (ვაჟა ფშაველას N 45) – მთაწმინდის ანძამდე და სიხშირე 10508 მგჰც დაკავებული ზოლით ± 7 მგჰც – ანძიდან სტუდიამდე,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნით  ლიცენზიის მოქმედების  ვადით;

2. განისაზღვროს შპს ტელერადიოკომპანია “მწვანე ტალღის“   მთაწმინდის ანძაზე 10312 მგჰც და 10508 მგჰც სიხშირეებზე ამოქმედებული რადიოსარელეო სადგურის ადაპტაციის პერიოდი სამი თვის ვადით;

3. ჩატარდეს ადაპტაციის პერიოდში რადიომონიტორინგით გათვალისწინებული სამუშაო შესაძლო ხელშეშლების გამოვლენის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები;

4. აღირიცხოს შპს ტელერადიოკომპანია “მწვანე ტალღისთვის“    მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში ( ა. დაბრუნდაშვილი);

5. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ტელერადიოკომპანია “მწვანე ტალღისთვის“    სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1ა ) 1 თვის ვადაში

7. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

 კომისიის    თავმჯდომარე                                                დ. ქიტოშვილი

 კომისიის    წევრი       &n

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები