წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 129 / 14

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 14, 2006

მიღების თარიღი აპრილი 04, 2006

              საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (№UMS-50/3103; 16.12.05; №UMS-50/0273; 31.01.06; №UMS-50/0199; 27.01.06; №UMS-50/0175; 25.01.06. და №UMS-50/0134; 24.01.06.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის KOCHUBEI DAG – 5 TBK, ALAK DAG – 5 TBK, DULDUG DAG – 5 TBK, KUPPA DAG – 5 TBK, ESTOSADOK KRAS  – 26 TBK, VERKHNEARMIANSKAYA KHOBZA KRAS – 26 TBK,  IZMAILOVKA KRAS – 22 TBK, NAURSKAYA CHECH – 24 TBK, NIZHNEE UCH-DERE KRAS – 27 TBK, VERKHNENIKOLAEVSKOE KRASN – 33 TBK, VARDANE KRASN – 26 TBK, LAZAREVSKOE KRAS – 31 TBK, LAZAREVSKOE KRAS – 36 TBK, BALTA S-O – 12 TBK, ANZOREI KAB-BALK – 34 TBK, NIZHNII CHEGEM KAB-BALK – 8 TBK, NIZHNII KURKUZHIN KAB-BALK – 39 TBK, KICHMALKA KAB-BALK – 40 TBK, SARMAKOVO KAB-BALK – 38 TBK , BUDIENNOGO KONEZAVOD ROST  – 38 TBK, KUBACHI DAG – 25 TBK და GELENDZHIK KRAS – 32 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

            წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადამცემი სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.

            “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის KOCHUBEI DAG – 5 TBK, ALAK DAG – 5 TBK, DULDUG DAG – 5 TBK, KUPPA DAG – 5 TBK, ESTOSADOK KRAS  – 26 TBK, VERKHNEARMIANSKAYA KHOBZA KRAS – 26 TBK,  IZMAILOVKA KRAS – 22 TBK, NAURSKAYA CHECH – 24 TBK, NIZHNEE UCH-DERE KRAS – 27 TBK, VERKHNENIKOLAEVSKOE KRASN – 33 TBK, VARDANE KRASN – 26 TBK, LAZAREVSKOE KRAS – 31 TBK, LAZAREVSKOE KRAS – 36 TBK, BALTA S-O – 12 TBK, ANZOREI KAB-BALK – 34 TBK, NIZHNII CHEGEM KAB-BALK – 8 TBK, NIZHNII KURKUZHIN KAB-BALK – 39 TBK, KICHMALKA KAB-BALK – 40 TBK, SARMAKOVO KAB-BALK – 38 TBK , BUDIENNOGO KONEZAVOD ROST  – 38 TBK, KUBACHI DAG – 25 TBK და GELENDZHIK KRAS – 32 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№UMS-50/3103; 16.12.05; №UMS-50/0273; 31.01.06; №UMS-50/0199; 27.01.06; №UMS-50/0175; 25.01.06. და №UMS-50/0134; 24.01.06. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. №1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).    

კომისიის თავმჯდომარე                                                                  დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                                 დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები