შპს „კორტექსი გიდაგოსთვის“ სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2006
მიღების თარიღი იანვარი 13, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „კორტექსი გიდაგომ“ (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 01 დეკემბერის N5/4-1499 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 30,15.12.05) ქ. თბილისში, მონაკვეთზე სტუდიიდან (სპორტის სასახლე) მთაწმინდის ანძამდე, რადიომაუწყებლობის სიგნალის მისაწოდებლად, რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების თაობაზე.
კომისია ითვალისწინებს მთაწმინდის რადიოსატელევიზიო ანძაზე რთულ ელექტრომაგნიტურ გარემოს არსებობას და მიზანშეწონილად მიიჩნევს, აღნიშნულ გარემოში, შპს „კორტექსი გიდაგოს“ რადიოსარელეო სადგურის ელექტრომაგნიტური ადაპტაციის მიზნით, განისაზღვროს ადაპტაციის პერიოდი.
სიხშირე განსაზღვრულია რადიოსარელეო კავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „კორტექსი გიდაგოს“ 14331.00 მგჰც სიხშირე გატარების ზოლით ± 7 მგჰც ქ.თბილისში რადიოსარელეო კავშირისთვის სტუდიიდან (სპორტის სასახლე) – მთაწმინდის ანძამდე შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. განისაზღვროს მთაწმინდის ანძაზე შპს „კორტექსი გიდაგოს“ 14331.00 მგჰც სიხშირეზე ამოქმედებული რადიოსარელეო სადგურის ადაპტაციის პერიოდი სამი თვის ვადით;
3. ჩატარდეს ადაპტაციის პერიოდში რადიომონიტორინგით გათვალისწინებული სამუშაო შესაძლო ხელშეშლების გამოვლენის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები;
4. აღირიცხოს შპს „კორტექსი გიდაგოსთვის“ მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში ( ა. დაბრუნდაშვილი);
5. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „კორტექსი გიდაგოსთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N1ა) 1 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
