საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2006
მიღების თარიღი აპრილი 04, 2006
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის მეორე კვარტლის წარმოდგენილი სამუშაო გეგმა (თან ერთვის), კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;
2. უზრუნველყონ კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების უფროსებმა:
ა) კომისიის წინამდებარე სამუშაო გეგმით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების პროექტების კომისიის სხდომებზე დამტკიცებულ ვადებში განსახილველად წარმოდგენა;
ბ) კომისიის წლიური ანგარიშის მოსამზადებლად შესაბამისი ინფორმაციის მ/წლის 1 მაისამდე სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურისათვის წარდგენა;
გ) სამუშაო გეგმების მომზადებისას აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნების უპირობო დაცვა.
3. კომისიის თავმჯდომარეს სისტემატიურად წარედგინოს (ი. ხარებავა) ინფორმაცია დამტკიცებული სამუშაო გეგმის სტრუქტურული ერთეულების მიერ შესრულების მიმდინარეობის თაობაზე;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
