რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 14, 2006
მიღების თარიღი აპრილი 07, 2006
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-47 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურების გამოყენებაზე (№ UMS-50/0003, 10.01.06; № UMS-50/0006, 17.01.06; № UMS-50/0275, 31.01.06; № UMS-50/0291, 31.01.06; № UMS-50/0293, 07.02.06. და № UMS-50/0329, 08.02.06. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
