წვდომის მენიუ

შპს “მწვანე ტალღის” N 1446 (კერძო საერთო რადიომაუწყებლობა) ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 14 / 23

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2006

მიღების თარიღი იანვარი 13, 2006

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2005 წლის 16 დეკემბერს კომისიას წერილით მომართა შპს “მწავნე ტალღამ” ქ. თელავში FM101.1 რადიოსიხშირეზე ხელშეშლების არსებობის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მწვანე ტალღა” ფლობს N1446 ლიცენზიას კერძო საეთერო რადიომაუწყებლობაზე 15 გადამცემის გამოყენებით. ლიცენზიის პირობების თანახმად ქ. თელავში რადიომაუწყებლობა განსაზღვრულია  FM101.1 სიხშირეზე.

კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს “მწვანე ტალღის” N1446 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირე FM101.1  ქ. თელავში  შეცვალოს FM106.0 სიხშირით და დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება N1446 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე და 120-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება (ე.ასანიძე) შპს “მწვანე ტალღის” N 1446 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით;

2. გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (ნ.ჯანელიძე);

3. შპს “მწვანე ტალღის” N 1446 ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხის საჯარო მოსმენა გაიმართოს 2006 წლის 3 თებერვალს, ხოლო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, მიღებულ იქნას 2006 წლის 10 თებერვალს;

4. გაეგზავნოს შპს “მწვანე ტალღას” წინამდებარე გადაწყვეტილება (მ.ქადეიშვილი) შესაბამისი თანმხლები წერილით;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე:                                                            დ. ქიტოშვილი          

კომისიის წევრები:                                                                     დ. პატარაია

                                                                                                გ. ფრუიძე                                                                                                           

                                                                                               ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები