წვდომის მენიუ

შპს „პსპ რიხტერის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 140 / 12

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 14, 2006

მიღების თარიღი აპრილი 07, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს  „პსპ რიხტერმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (N12, 02.02.06) სიხშირის მინიჭების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის პირველ პუნქტის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის  თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის (მონაცემები სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ; მომსახურების ზონის სავარაუდო არეალი; გადამცემის ტიპი და ძირითადი ტექნიკური პარამეტრები; გამოსხივებული ეფექტური სიმძლავრე;) წარომოდგენისათვის განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მითითებულ  ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

          საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   განუხილველად იქნას დატოვებული შპს  „პსპ რიხტერის“ განცხადება  სიხშირის  მინიჭების შესახებ;

2.         გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს   (ს. შავგულიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები