წვდომის მენიუ

შპს „ახალ ქსელებს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ქ.ქუთაისის ქსელში ურთიერთჩართვისთვის საჭირო სიმძლავრის გამოყოფის თაობაზე არსებული დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 141 / 16

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2006

მიღების თარიღი აპრილი 07, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”  შპს “ახალმა ქსელებთან” ქ.ქუთაისის ქსელში ურთიერთჩართვისთვის საჭირო სიმძლავრის გამოყოფის თაობაზე არსებული დავის განხილვის მოთხოვნით.

კომისიამ  2006 წლის 7 აპრილს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:

სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  წარმომადგენელი თ. გოთუა;

შპს „ახალი ქსელების“  წარმომადგენელი ლ.ინჯია.

კომისიის სხდომაზე დაზუსტდა მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხი - სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ითხოვს ქ.ქუთაისის ქსელში ურთიერთჩართვისთვის  საჭირო სიმძლავრის გამოყოფას, გამომდინარე იქედან, რომ შპს “ახალი ქსელების” ასს-ებთან ურთიერთჩართვა განხორცილებულია მხოლოდ  ორ-ორი E-1 სისტემით და სადგურებს შორის მოქმედი არხების რაოდენობა საკმარისი არ არის სატელეფონო კავშირების უზრუნველსაყოფად.

შპს “ახალი ქსელების” წარმომადგენლის განცხადებით, შპს “ახალ ქსელებს” არ გააჩნია ტექნიკური საშუალებები სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაინიშნოს სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” და შპს „ახალ ქსელებს“ შორის დავის განხილვის დღე 2006 წლის 14 აპრილის 1600 საათზე;

2. დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (დ.ქუთათელაძე) შპს “ახალი ქსელების” ქ.ქუთაისის ქსელში არსებული სიმძლავრეების შესწავლა;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის  წევრები:                                      

დ.პატარაია

გ.ფრუიძე

ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები