წვდომის მენიუ

შპს „ახალ ქსელებს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ქ.ქუთაისის ქსელში ურთიერთჩართვისთვის საჭირო სიმძლავრის გამოყოფის თაობაზე არსებული დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 144 / 16

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2006

მიღების თარიღი აპრილი 14, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიმ 2006 წლის 14 აპრილს  განიხილა შპს “ახალ ქსელებსა” და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”  შორის არსებული დავა ქ.ქუთაისის ქსელში ურთიერთჩართვისთვის საჭირო სიმძლავრის გამოყოფის თაობაზე.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:

სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი თ.გოთუა;

შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელი ლ.ინჯია.

  კომისიამ სხდომაზე მოისმინა სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის მთავარი სპეციალისტის დ.ქუთათელაძის მიერ შპს “ახალი ქსელების” ქ.ქუთაისის ქსელში არსებული სიმძლავრეების შესწავლის შედეგები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 17 ივნისის №389/22 გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა შპს “ახალ ქსელებსა” და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ქ.ქუთაისის ქსელში ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად ურთიერთჩართვის წერტილებს წარმოადგენს ასს 4, ასს 2 , ასს 7 და ასს 5. ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, განსაზღვრულია მხარეთა ვალდებულება ურთიერთჩართვისთვის საჭირო სიმძლავრის და გამოყენებული ინტერფეისების თაობაზე ურთიერთჩართვის ტექნიკურად განხორციელების პროცესში შეთანხმების თაობაზე. ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე მხარეთა შორის ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირობების დადგენა კომისიის გადაწყვეტილებით.

 შპს “ახალი ქსელების” ქ.ქუთაისის ქსელში არსებული სიმძლავრეების შესწავლის შედეგების საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ შესაძლებელია შპს “ახალმა ქსელებმა” უზრუნველყოს სიმძლავრის გაზრდა ერთი E-1 სისტემის დამატებით თავისი სადგურებიდან ასს-5 მიმართულებით და სადგურთშორისი სიგნალიზაციის შეცვლით  (R-2 სიგნალიზაციის SS-7 -თ).

  კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს “ახალი ქსელები” წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს აბონენტის ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ქ.ქუთაისში და კომისიის გადაწყვეტილებით (№ 808/22, 27.12.2005 წ.) მას დაკისრებული აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური და ტექნიკური მახასიათებლები, საკმარისი თანალოკაციის ფართობების და ამ ფართობებზე განთავსებულ ურთიერთჩართვის წერტილებში საოპერაციო სიმძლავრეების მიწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ახალი ქსელები” ვალდებულია უზრუნველყოს ურთიერთჩართვისთვის საკმარისი სიმძლავრე ურთიერთჩართვის წერტილებში.

    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. უზრუნველყოს შპს “ახალმა ქსელებმა” ქ.ქუთაისის ქსელში ურთიერთჩართვისთვის საჭირო სიმძლავრის მიწოდება სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის”  2006 წლის 21 აპრილამდე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                             დ.ქიტოშვილი

კომისიის  წევრები:                                      

დ.პატარაია

გ.ფრუიძე

ზ.ნონიკაშვილი

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები