წვდომის მენიუ

შპს “შევარდენისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 145 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2006

მიღების თარიღი აპრილი 14, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს “შევარდენმა“ (რეგისტრირებული ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 25 მარტის  N 10/5/ბ-11 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 09, 22.03.06) ქ. ფოთში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს “შევარდენის“ საქმიანობის საგანს, დებულების თანახმად, წარმოადგენს იურიდიული და ფიზიკური პირების უსაფრთხოების ორგანიზაცია და დაცვა. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ქ. ფოთში დაცვის ობიექტებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს “შევარდენს” 161.325 მგჰც და 166.875 მგჰც სიხშირეები ქ. ფოთში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “შევარდენისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.  კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში    შპს “შევარდენისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

         კომისიის   თავმჯდომარე                                              დ. ქიტოშვილი

          კომისიის წევრი                                                                              დ. პატარაია

       კომისიის წევრი                                                                              გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები