წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 148 / 14

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2006

მიღების თარიღი აპრილი 14, 2006

              საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის წერილები (№ UMS-50/0004, 17.01.06; №UMS-50/0179, 25.01.06; № UMS-50/0418, 20.02.06. და № UMS-50/0430, 20.02.06.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის APSHERONSK/LINKSTAR, SOCHI9/LINKSTAR, SOCHI6/LINKSTAR, LABINSK1/LINKSTAR, DJUBGA/LINKSTAR, TUAPSE2/LINKSTAR, SOCHI8/LINKSTAR, SOCHI5/LINKSTAR, HADYJENSK/LINKSTAR, DAGOMYS/LINKSTAR, SOCHI10/LINKSTAR, SOCHI7/LINKSTAR, OTRADNAY/LINKSTAR, GOR-KL/LINKSTAR, BELORECH/LINKSTAR, NEFTEKUMSK/MTZS-V, VER-LARS/KROS-INT, MOZDOK/KROS-INT და BESLAN/SATNET (რომლებიც იგეგმება EXPRESS-5, EXPRESS-4B, EXPRESS-7B და INTELSAT7 57E სათანამგზავრო ქსელებში) მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-47 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის APSHERONSK/LINKSTAR, SOCHI9/LINKSTAR, SOCHI6/LINKSTAR, LABINSK1/LINKSTAR, DJUBGA/LINKSTAR, TUAPSE2/LINKSTAR, SOCHI8/LINKSTAR, SOCHI5/LINKSTAR, HADYJENSK/LINKSTAR, DAGOMYS/LINKSTAR, SOCHI10/LINKSTAR, SOCHI7/LINKSTAR, OTRADNAY/LINKSTAR, GOR-KL/LINKSTAR, BELORECH/LINKSTAR, NEFTEKUMSK/MTZS-V, VER-LARS/KROS-INT, MOZDOK/KROS-INT და BESLAN/SATNET მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე   წერილების (№ UMS-50/0004, 17.01.06; № UMS-50/0179, 25.01.06; № UMS-50/0418, 20.02.06. და № UMS-50/0430, 20.02.06.) დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                                 დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები