საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების ერთი ნაწილის კომერციულ საიდუმლოებად ცნობისა და მეორე ნაწილის ღიაობის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2006
მიღების თარიღი აპრილი 14, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 31 მარტს კომისიას (№6/256-06) განცხადებით მიმართა საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირმა, რომელმაც წარმოადგინა მის მიერ სხვადასხვა ტელეარხებთან დადებული ხელშეკრულებები და მოითხოვა წარმოდგენილი ხელშეკრულებების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების ნაწილი მართლაც შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, კერძოდ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები: რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიოსამაუწყებლო კომპანიასა და საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირს შორის 2005 წლის 30 დეკემბერს დადებული № 1127/2220 ხელშეკრულების მე-4 და მე-6 მუხლები, აგრეთვე დახურული სააქციო საზოგადოება “პირველი არხი მსოფლიო ქსელსა” და საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირს შორის 2006 წლის 1 იანვარს დადებული № 03/06/1 ხელშეკრულების მე-5 მუხლი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “აქცეპტსა” და საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირს შორის 2005 წლის 23 დეკემბერს დადებული № MC/13/06 ხელშეკრულების მე-4 მუხლი და დახურული საზოგადოება “ფელისტასა” და საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირს შორის 2005 წლის 29 აპრილს დადებული №02/Г ხელშეკრულების მე-2 მუხლი შეიცავს კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის კონკურენტუნარიანობას.
რაც შეეხება საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის მიერ კომისიაში წარმოდგენილ ღია სააქციო საზოგადოება “ტელეკომპანია ნტვ”-სა და საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირს შორის 2005 წლის 16 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების დამატებით შეთანხმებას (№ 1), კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ შეიცავს საქარველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას, შესაბამისად აღნიშნული შეთანხმება ვერ იქნება ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე და 31-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. ცნობილ იქნას საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის მიერ წარმოდგენილი: რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიოსამაუწყებლო კომპანიასა და საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირს შორის 2005 წლის 30 დეკემბერს დადებული № 1127/2220 ხელშეკრულების მე-4 და მე-6 მუხლები, აგრეთვე დახურული სააქციო საზოგადოება “პირველი არხი მსოფლიო ქსელსა” და საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირს შორის 2006 წლის 1 იანვარს დადებული № 03/06/1 ხელშეკრულების მე-5 მუხლი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “აქცეპტსა” და საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირს შორის 2005 წლის 23 დეკემბერს დადებული № MC/13/06 ხელშეკრულების მე-4 მუხლი და დახურული საზოგადოება “ფელისტასა” და საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირს შორის 2005 წლის 29 აპრილს დადებული №02/Г ხელშეკრულების მე-2 მუხლი საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის კომერციულ საიდუმლოებად ამ ხელშეკრულებათა მოქმედების ვადით;
2. უარი ეთქვას საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირს ღია სააქციო საზოგადოება “ტელეკომპანია ნტვ”-სთან 2005 წლის 16 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების (№ 1) კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე და ცნობილ იქნეს იგი ღიად მასში საქარველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის არ არსებობის გამო.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საჯარო რეესტრში შეტანა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
