წვდომის მენიუ

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანი

ნომერი: 15 / 23

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2006

მიღების თარიღი იანვარი 13, 2006

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის დ) ქვეპუნქტისა და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 115-ე, 116-ე  და 120-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის  თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების  მისაღებად;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი)  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

3. „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის  თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენა  გაიმართოს 2006 წლის 10 თებერვალს 12 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას 2006 წლის  24 თებერვალს 16 საათზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის N1 ა) 1 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                       დ .ქიტოშვილი

               წევრი:                                                                              დ. პატარაია            

              წევრი:                                                                               გ. ფრუიძე

              წევრი:                                                                               ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები