საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2006
მიღების თარიღი აპრილი 20, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა განცხადებებით საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი “რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47\'-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს (“MICHAEL S”, “GUAN YA-1” და “CAPTAIN ISMAEL”) ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებარ- თვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
0756 |
Nordic Transport S.A |
“MICHAEL S” |
4LVR |
213 562 000 |
- |
|
2 |
0758 |
Chen Jinguang |
“GUAN YA-1” |
4LVT |
213 564 000 |
- |
|
3 |
0759 |
Captain Ismael Co.Ltd |
“CAPTAIN ISMAEL” |
4LVU |
213 565 000 |
- |
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ . თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) ერთი თვის ვადაში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
