წვდომის მენიუ

„უნივერსალური მომსახურების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 16 სექტემბრის N10 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ დადგენილების მიღებისათვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 16 / 23

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2006

მიღების თარიღი იანვარი 13, 2006

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლისა და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  61-ე, 115-ე, 116-ე  და 120-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „უნივერსალური მომსახურების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 16 სექტემბრის N10  დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ დადგენილების მიღებისათვის ;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი)  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

3. „უნივერსალური მომსახურების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 16 სექტემბრის N10  დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მიღების მიზნით ზეპირი მოსმენა  გაიმართოს 2006 წლის 10 თებერვალს 12 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას 2006 წლის  24 თებერვალს 16 საათზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის N1 ა) 1 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                 დ.ქიტოშვილი

               წევრი:                                                                              დ. პატარაია           

              წევრი:                                                                               გ. ფრუიძე

              წევრი:                                                                               ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები