წვდომის მენიუ

ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობისლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის 2006 წლის 24 მარტის N 120/10 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ

ნომერი: 163 / 10

გამოქვეყნების თარიღი მაისი 05, 2006

მიღების თარიღი აპრილი 20, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, კომისიის 2006 წლის 24 მარტის N 120/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს რომ, აღნიშნული გადაწყვეტილების მე-7 პუნქტში, სადაც გათვალისწინებულია ლიცენზიის მაძიებლის განცხადებასთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტაცია, გამორჩენილია სალიცენზიო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებულია კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილების “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილების “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა” და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2006 წლის 24 მარტის N 120/10 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტს დაემატოს “გ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:  “გ)  სალიცენზიო მოსაკრებლის (3000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი”;

2. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (თ. ტყეშელაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                             დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                        დ. პატარაია

                                                                        გ. ფრუიძე

                                                                        ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები