წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 164 / 10

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 20, 2006

მიღების თარიღი აპრილი 20, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა განცხადებით შპს “ტელეკომინვესტ საქართველომ” (წერილი 19.04.2006 წ.) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ 2000 მგჰც სიხშირულ ზოლში.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” და ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 1950-1965 მგჰც, 2140-2155 მგჰც, 2010-2015 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;

2. აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2006 წლის 23 მაისის 13:00 საათი;

3. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 8 491 392 (რვა მილიონ ოთხას ოთხმოცდათერთმეტი ათას სამას ოთხმოცდათორმეტი) ლარით;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2006 წლის 8 მაისის  17:00 საათამდე;

5. სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

ბ) ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში განახორციელოს არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:

- რეგიონი 1: ქ. თბილისი;

- რეგიონი 2: ქ. ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის რაიონები;

- რეგიონი 3: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

- რეგიონი 4: ქ.ქუთაისი, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის რაიონები;

- რეგიონი 5: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის რაიონები;

- რეგიონი 6: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის რაიონები;

-  რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

-  რეგიონი 8: ქ. რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;

-  რეგიონი 9:  ქ. ცხინვალი, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის რაიონები;

- რეგიონი 10: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;

6. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მაძიებელი კომისიაში წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი.

7. განცხადებას უნდა ერთვოდეს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (3 000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

გ) რესურსით სარგებლობის საწყისი  საფასურის 10%-ის  გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე (ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;  ა/ანგარიში: 609326; კოდი: 220101830; საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050)  და ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში;

8.  აუქციონში მონაწილეობის უფლება არა აქვს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად  ხდება რადიოსიხშირული სპექტრიდან “3G”-ს სიხშირული ზოლის 50 პროცენტის ან  მეტის მფლობელი.

9.  “3G”-ს სიხშირული ზოლი განისაზღვრება 1920-1980 მგჰც ქვედა ზოლი, 2110-2170 მგჰც ზედა ზოლი;

10. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტში  მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

11. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს განაცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი  საფასურის 10% - გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას.

12. აუქციონი ტარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად;

13. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე;

14. აუქციონის სხდომა საჯაროა.

15. აუქციონის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება:

ა) ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

ბ) ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge);

16. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

17. დაევალოს კომისიის პრეს მდივანს (თ. ტყეშელაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

18. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                             დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                        დ. პატარაია

                                                                        გ. ფრუიძე

                                                                        ზ. ნონიკაშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები