საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვისსიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 18, 2006
მიღების თარიღი აპრილი 25, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით (№13/1-318,07.04.06) ქ.თბილისში, სახელმწიფო უშიშროების ღონისძიებათა ჩასატარებლად მონაცემთა გადაცემის ქსელის აგების მიზნით, სიხშირული ზოლის მინიჭების თაობაზე.
ქ.თბილისში განლაგებულ ობიექტებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლა იწარმოებს აღნიშნული ქსელის ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფილი ფართოზოლოვანი არხების გამოყენებით 5გჰც სიხშირულ დიაპაზონში.
სიხშირული ზოლი გამოყენებული უნდა იქნეს სახელმწიფო დაცვის უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ორგანიზების ღონისძიებათა ჩასატარებლად, რისთვისაც გამოყენებული რადიოსიხშირეები “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უნდა განისაზღვროს მთავრობის მიერ კომისიასთან შეთანხმებით. ვინაიდან აღნიშნული ჯერ არ განხორციელებულა, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისში, სახელმწოფო დაცვის უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ორგანიზების ღონისძიებათა ჩასატარებლად, მონაცემთა გადაცემის ქსელის აგებისთვის სიხშირული ზოლი 5150მგჰც - 5250მგჰც დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. საქართველოსკანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს.შავგულიძე)
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
