წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2006 წელს განსახორციელებლი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 17 / 22

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2006

მიღების თარიღი იანვარი 13, 2006

 

 

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, კომისია ამტკიცებს წლის მანძილზე განსახორციელებელ შესყიდვების გეგმას და წარუდგენს მას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არა უგვიანე 20 თებერვლისა.

    “დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

 

გადაწყვიტა:

 

1. დამტკიცდეს საქარველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2006 წელს განსახორციელებელი შესყიდვების გეგმა (თან ერთვის);

2. კომისიის თავმჯდომარის 2005 წლის 29 ნოემბრის № 6/12 ბრძანების საფუძველზე შექმნილ სატენდერო კომისიას დაევალოს აღნიშნული გეგმის გაგზავნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ლორია).

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                 დ. ქიტოშვილი

 

 

კომისიის წევრები:                                                                           დ. პატარაია

 

                                                                                                          

                                                                                                          გ. ფრუიძე

 

                                                                                          

                                                                                                  ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები