წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 26 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 171 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2006

მიღების თარიღი აპრილი 28, 2006

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 28 აპრილის კომისიის N 26 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2006 წლის 28 აპრილის N 26 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  5 (ხუთი) საკითხი:

ა) შპს ”ტრანსპორტის საერთაშორისო კომპანია”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ბ) 10168±14 მგჰც, 10518±14 მგჰც, 10196±14 მგჰც და 10546±14  მგჰც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

გ) 2.50 გჰც-დან 2.62 გჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად  აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

დ) საკაბელო სატრანზიტო მაუწყებლობისთვის შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის მინიჭებული რადიოსიხშირეების მფლობელებზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის  საკითხის მომზადების და შპს ”აიეტის” N 1 ლიცენზიის მოდიფიცირების  შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

ე) შპს  “აი-თი-კონსალტინგსა” და  შპს “ალფაკომს” შორის ლიცენზიის  გადაპირების შესახებ (მომხს.  ე. ასანიძე);

2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 28 აპრილის N 26  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).                                  

        კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი

                   კომისიის წევრები:                                                     დ. პატარაია

                                                                                                       გ. ფრუიძე

                                                                                                       ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები