სს „ჭიათურმანგანუმისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 18, 2006
მიღების თარიღი აპრილი 28, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სს „ჭიათურმანგანუმმა“ (რეგისტრირებული ქ. ჭიათურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 30 ივლისის N 13/5-13 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 01-22-115, 24.03.06) თანდართული პროექტის შესაბამისად ქ. ჭიათურაში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სს „ჭიათურმანგანუმის“ საქმიანობის საგანია მანგანუმის შემცველობის სხვადასხვა კონცენტრატების დამზადება და რეალიზაცია. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს „ჭიათურმანგანუმს“ 153.725 მგჰც და 158.725 მგჰც სიხშირეები ქ. ჭიათურაში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს სს „ჭიათურმანგანუმისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს „ჭიათურმანგანუმისთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
