წვდომის მენიუ

შპს “პეგასისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 174 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 18, 2006

მიღების თარიღი აპრილი 28, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს “პეგასმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის N 5ა/4-4499 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1-02; 10.04.06) ქ. თბილისის ტერიტორიაზე  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (დაცვითი საქმიანობის განსახორციელებლად) ორი  სიხშირისა და, აგრეთვე, დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში (ტაქსებით მომსახურების განსახორციელებლად) ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “პეგასს”  146.625 მგჰც, 152.875 მგჰც, 440.950 მგჰც  და  445.950 მგჰც სიხშირეები  ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “პეგასისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.      კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში    შპს “პეგასისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

          კომისიის   თავმჯდომარე                                          დ. ქიტოშვილი         

            კომისიის წევრი                                                         დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                         გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                         ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები