წვდომის მენიუ

საკაბელო სატრანზიტო მაუწყებლობისთვის შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის მინიჭებული რადიოსიხშირეების მფლობელებზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხის მომზადების და შპს ”აიეტის” N 1 ლიცენზი

ნომერი: 178 / 2

გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2006

მიღების თარიღი აპრილი 28, 2006

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს  შესაბამისი ვადის განმავლობაში.  ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

            კომისია აღნიშნავს, რომ შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირეები საკაბელო სატრანზიტო მაუწყებლობისთვის მინიჭებული აქვთ:

1. შპს “სტარკომ - კომისიის 2005 წლის 18 თებერვლის №102/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს 12.317-12.906 გჰც სიხშირული დიაპაზონი ქ.თბილისში და გარდაბნის, მცხეთის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის რაიონებში შედასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით №1372 ლიცენზიის მოქმედების ვადით 13.08.2013 წლამდე;

2. შპს “გლობალკონტაქტ კონსალტინგ - კომისიის 2005 წლის 17 ივნისის №418/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს 11.700 – 12.289 გჰც სიხშირული დიაპაზონი შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისში, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ჭიათურა, მცხეთა, გორი, კასპი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ქობულეთი, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, დუშეთი, ახალგორი, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, მესტია, გალი, ოჩამჩირე, სოხუმი, საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ცხინვალი, ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ვანი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, ნინოწმინდა შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით N1474 ლიცენზიის მოქმედების ვადით 03.05.2015 წლამდე;

3. შპს ”მიკრომედია XXI”-ს  - კომისიის 2005 წლის 9 დეკემბრის №769/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს  12.317-12.903 გჰც სიხშირული დიაპაზონი შემდეგ ქალაქებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ყვარელი, ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი და 10.715-11.303 გჰც სიხშირული დიაპაზონი ქალაქებში  თბილისი, მცხეთა,  ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ქუთაისი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ჭიათურა, საჩხერე, ონი, ამბროლაური, გარდაბანი, თეთრიწყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, დუშეთი, თიანეთი, წალკა, ცხინვალი, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი,  შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის  ვადით; კომისიის 2006 წლის 17 იანვრის №20/22 გადაწყვეტილებით ცვლილება იქნა შეტანილი ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ”12317-12905 მგჰც სიხშირული ზოლი შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ცხინვალი, დუშეთი, ყვარელი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი; 11191-11667 მგჰც სიხშირული ზოლი შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, მცხეთა, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე, გარდაბანი, თეთრი წყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო; 10705-11293 მგჰც სიხშირული ზოლი შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ონი, ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, თიანეთი, წალკა, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი შიდასაწარმოო დანიშნულებით ერთი წლის ვადით.”

4. შპს ”თრიალეთს” - კომისიის 2005 წლის 4 თებერვლის №71/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს 10.705-11.181 გჰც სიხშირული დიაპაზონი ქ. გორში, ქ. ხაშურში, ქ. ქარელში, ქ. კასპში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით N1436 ლიცენზიის მოქმედების ვადით 26.11.2014 წლამდე;

5. შპს ”რეალკომს” - კომისიის 2005 წლის 20 მაისის № 323/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს 10.705 - 11.181 გჰც  სიხშირული ზოლი ქ.თბილისში, ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, თელავის, საგარეჯოს და ახმეტის რაიონებში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით N1455  ლიცენზიის მოქმედების ვადით  11.02.2015 წლამდე;

6. შპს ” მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას ” - კომისიის 2005 წლის 4 მარტის №129/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს 2500-2612 მჰც და 2612-2636 მჰც სიხშირული დიაპაზონები  ქ.თბილისში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით N1336 ლიცენზიის მოქმედების ვადით 27.12.2012.წლამდე;

            კომისია აღნიშნავს, რომ დაშვებულია მექანიკური შეცდომა და კომისიის გადაწყვეტილებაში ნაცვლად 2500-2612 მჰც-ისა მითითებული უნდა იყოს 2500-2564 მჰც.

7. შპს ”აისი +”-ს - კომისიის 2005 წლის 4 თებერვლის №73/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს 2.5 - 2.6 გჰც სიხშირული ზოლი ქ.ქუთაისში, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ზუგდიდის, ჭიათურის, ხონის, წყალტუბოს, ტყიბულის რაიონებში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით N1442 ლიცენზიის მოქმედების ვადით 05.01.2015 წლამდე;

8. შპს ”აია +”-ს - კომისიის 2005 წლის 4 თებერვლის №72/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს 2.6 - 2.7 გჰც სიხშირული ზოლი ქ.ქუთაისში, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ზუგდიდის, ჭიათურის, ხონის, წყალტუბოს, ტყიბულის რაიონებში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით  N1441 ლიცენზიის მოქმედების  ვადით 05.01.2015 წლამდე;

9. ი/მ ”კონსტანტინე ასათიანს” - კომისიის 2005 წლის 4 თებერვლის №78/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს 2.2-2.4 გჰც სიხშირული დიაპაზონი ქ. თბილისში მეორადი გამოყენების უფლებით, შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით N1452 ლიცენზიის მოქმედების ვადით  28.01.2015 წლამდე;

10. შპს ”სატელიტსერვისს” - კომისიის 2005 წლის 6 სექტემბრის №589/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს 2.2-2.4 გჰც სიხშირული დიაპაზონი ქ. ქუთაისის და სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე   მეორადი გამოყენების უფლებით შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით 06.09.2006 წლამდე;

            კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ პირებზე შესაძლებელია გაიცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია მათ მიერ სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისა და ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში.                                                                                                                                               

            კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ ”კონსტანტინე ასათიანს” და შპს ”სატელიტსერვისს” სიხშირეები მინიჭებული აქვთ მეორადი გამოყენების უფლებით, რაც ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად გულისხმობს: მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. კომისიას მიაჩნია, რომ ეს პირობა გადატანილი უნდა იქნას ლიცენზიაში.

            კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა” მიმართა კომისიას 2005 წლის 17 ივნისის №418/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირის შეცვლის მოთხოვნით (წერილი №25,28.04.2006წ.) ეთერში არსებული ხელშეშლებისგან დაცვის მიზნით შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი. კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგისთვის” მინიჭებული სიხშირის შეცვლა აღნიშნულ ქალაქებსა და რაიონებში იგივე სიგანის ზოლით 11.294გჰც-11.883გჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისას.

            კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს ”აიეტი” ფლობს №1 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 1993 წლის 14 მაისს, რომელიც ითვალისწინებდა უმავთულო საკაბელო ტელევიზიის MMDS მშენებლობას 2564 - 2612 მჰც და 2636 - 2692 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში. კომისიის N 54, 29.12.2000 წ. გადაწყვეტილებით გაიარა ხელახალი რეგისტრაცია. კომისიის 2003 წლის 1 აგვისტოს №377/6 გადაწყვეტილებით ლიცენზიას გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2013 წლის 21 აპრილამდე; ამავე გადაწყვეტილებით  მოდიფიცირდა  N 1 ლიცენზია და ლიცენზიის საგანი განისაზღვრა - საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა ქ. თბილისში MMDS სისტემის გამოყენებით 2564 - 2612 მჰც და 2636 - 2692 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში.

            კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოდიფიცირდეს შპს ”აიეტის” №1 ლიცენზია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი და მე-10 პუნქტების საფუძვალზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  ეცნობოს შპს “სტარკომს”, შპს “გლობალკონტაქტ კონსალტინგს”, შპს ”მიკრომედია XXI”-ს,  შპს ”თრიალეთს”, შპს ”რეალკომს”, შპს ” მთაწმინდა ტელეკომპანიას”, შპს ”აისი +”-ს , შპს ”აია +”-ს, ი/მ ”კონსტანტინე ასათიანს”, შპს ”სატელიტსერვისს” (ე.ასანიძე), რომ  მათ მიერ სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის და ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში მიეცემათ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 10 წლის ვადით;

2. მოდიფიცირდეს შპს ”აიეტის” №1 ლიცენზია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიად, მიენიჭოს ნომერი F8 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2564 - 2612 მჰც და 2636 - 2692 მჰც სიხშირული დიაპაზონი უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის  ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 21 აპრილამდე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                         დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                                    დ.პატარაია

                                                                                 გ.ფრუიძე

                                                                                  ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები