წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 3 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 18 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2006

მიღების თარიღი იანვარი 17, 2006

 

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 17 იანვრის კომისიის N 3 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.     წარმოდგენილ მ/წლის 17 იანვრის კომისიის N3 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) შპს  “მიკრომედია XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის  9 დეკემბრის N769/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ბ) შპს “ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

გ) შპს “ატლანტი – უსაფრთხოების სამსახურისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს.        ს. შავგულიძე);

2. დამტკიცდეს კომისიის N 3  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (ქ. თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N1ა)  ერთი თვის ვადაში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                          დ. ქიტოშვილი

                                     კომისიის წევრი                                            გ. ფრუიძე

                                       კომისიის წევრი                                           ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები